აშშ-ის ელჩი იან კელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დახურულ შეხვედრას მართავს
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, იან კელის ხვდებიან.
აღნიშნული შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა, კომიტეტის ფარგლებში მსგავსი სახის პირველი შეხვედრა იმართება.
მისი თქმით, შეხვედრის ფარგლებში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე საინტერესო დისკუსია გაიმართება.
„ორ ქვეყანას შორის წარმატებულ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე ელჩის შეფასებები საინტერესო იქნება, რომელიც ყოველწლიურად უფრო და უფრო მყარდება“, – განაცხადა ქაცარავამ.