აშშ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული სამიტის გამართვის თარიღად კვლავ 12 ივნისს განიხილავს
აშშ დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული სამიტის გამართვის თარიღად კვლავ 12 ივნისს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატები დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის ისტორიული სამიტის გამართვას კვლავ 12 ივნისს გეგმავს. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ოფიციალური ვაშინგტონი ისტორიული სამიტისთვის მოლაპარაკებებს განაგრძობს და კვლავ 12 ივნისის ვერსია განიხილება.

ისტორიული სამიტის შესაძლო გადადების შესახებ ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა დასძინა, რომ 12 ივნისის სამიტის ჩაშლის შემთხვევაში, შეხვედრა უახლოეს მომავალში მაინც შედგებოდა.

თეთრი სახლისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში არის დაგეგმილი. ისინი მხარეებს შორის არსებული ვითარების გამოსწორებაზე იმსჯელებენ, რათა ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის უსაფრთხოებაში ბოლომდე დარწმუნდეს და ბირთვული-სარაკეტო ცდები შეაჩეროს.