აშშ-ის დაზვერვის სამსახური - სირიაში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ ავტონომიის მოპოვებას ეცდება
აშშ-ის დაზვერვის სამსახური - სირიაში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ ავტონომიის მოპოვებას ეცდება

სირიაში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ ავტონომიის გარკვეული ფორმის მოპოვებას შეეცდება – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის მიერ მომზადებულ საფრთხეების შეფასების დოკუმენტშია ნათქვამი.

ანგარიშის თანახმად, ქურთული დაჯგუფების მისწრაფება წინააღმდეგობას შეხვდება რუსეთისგან, ირანისგან და თურქეთისგან.

აშშ-ის დაზვერვის მოხსენებაში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ სირიულ ფრთად არის მოხსენიებული.

სირიასთან დაკავშირებით დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ სამხედრო ბაზების უზრუნველყოფით და ნავთობისა და გაზის საბადოების რეკონსტრუქციისა და ექსპლუატაციის კონტრაქტებით, რუსეთი და ირანი სირიის ტერიტორიაზე დარჩენას დიდხანს აპირებენ.

ანგარიშში წერია, რომ ირანი ასევე ცდილობს ლიბანის მიმართულებით სირიაში სახმელეთო კორიდორის შექმნას.