აშშ-ის დაზვერვა - საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ რუსეთის მიერ ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია რჩება
აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის ანგარიშში გლობალური საფრთხეების შესახებ საქართველოზეც არის საუბარი.
დენიელ კოუტსის ანგარიში სახელწოდებით „აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების მიერ გლობალური საფრთხეების შეფასება“ აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის ოფისის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ანგარიშის თანახმად, 2018 წელს საქართველოსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთის მხრიდან ქვეყნის რეგიონების ოკუპაცია და დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ხელისშეშლა რჩება.
„რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია და დასავლური ინტეგრაციის ძირის გამოთხრა თბილისის დაუცველობის მთავარ წყაროდ დარჩება”, – ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ „მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ეცდება ოპოზიციის ჩიხში მოქცევას და ძალაუფლების ინსტიტუციური შეზღუდვების შემცირებას“.