აშშ-ი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს დაიცავს
აშშ-ი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს დაიცავს

აშშ-ი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეა ახალი შეიარაღების გამოცდის მიუხედავად, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებებს დაიცავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სინგაპურის სამიტის შედეგად ნათლად ცხადყო, რომ თუ კიმ ჩენ ინი ბირთვულ განიარაღებას დაასრულებს, ჩრდილოეთ კორეას ბრწყინვალე მომავალი ელოდება.

ახალი ულტრათანამედროვე ტაქტიკური შეიარაღება ფხენიანმა რამდენიმე საათის წინ გამოსცადა. მას ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინიც ესწრებოდა.