აშშ-ის და საფრანგეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ
საფრანგეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები შეთანხმდენენ, რომ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებენ. ამის შესახებ ელისეს სასახლეს გავრცელებულ კომუნიკეშია ნათქვამი.
“საფრანგეთი და აშშ შეთანხმდნენ საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში გააგრძელონ მოქმედება, ჯიჰადისტების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ რეგიონული სტაბილურობისთვის, არამედ ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებისთვისაც“ – ნათქვამია განცხადებაში.
ემანუელ მაკრონისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა ვაშინგტონში საფრანგეთის პრეზიდენტის დაგეგმილ ვიზიტზე ისაუბრეს, რომელიც 23-25 აპრილს უნდა გაიმართოს.