აშშ და ინდოეთი ისტორიაში პირველად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ
აშშ და ინდოეთი ისტორიაში პირველად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს გამართავენ.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო სწავლება მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.
დონალდ ტრამპის თქმით, ორი ქვეყანა რადიკალი ისლამისტი ტერორისტებისგან საკუთარი მოსახლეობის დასაცავად მუშაობს.
„ჩვენ უსაფრთხოების სფეროში ძალიან ძლიერი თანამშრომლობა გვაქვს. ბოლო ათწლეულში ინდოეთში ამერიკული შეიარაღების განთავსების მაჩვენებელმა 18 მილიარდ დოლარს მიაღწია. გვსურს ახალი შეთანხმებების გაფორმება. ჩვენ, ინდოეთთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს კოსმოსის მიმართულებით. სამხედრო წვრთნების სახელწოდება „ვეფხვის ტრიუმფი“ იქნება“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.