აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

აშშ და ევროკავშირი უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადების თანახმად, აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებმა ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და არაპროვოცირებული შეჭრა განიხილეს.

ლიდერებმა განიხილეს მათი მცდელობები რუსეთსა და ბელორუსზე ეკონომიკური საფასურის დაწესების მიზნით, ასევე მზადყოფნა, მიიღონ დამატებითი ზომები და შეაჩერონ სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ლიდერებმა განიხილეს რუსეთის აგრესიით გამოწვეული გადაუდებელი საჭიროებები და გამოთქვეს მზადყოფნა გააგრძელონ ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის უკრაინის მეზობელი ქვეყნებისთვის, რომლებიც ლტოლვილებს მასპინძლობენ.

ლიდერები მიესალმნენ საერთაშორისო გამოძიების დაწყებას, მათ შორის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ და სასტიკი ქმედებების შესახებ მტკიცებულებების შეგროვების მცდელობებს.

„გარდა ამისა, ლიდერებმა განიხილეს აშშ-ევროკავშირის თანამშრომლობა რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირების და სუფთა ენერგიაზე გადასვლის დაჩქარების კუთხით, ასევე მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებებზე რეაგირება. ლიდერები ასევე შეთანხმდნენ უკრაინაში, მოლდოვასა და ფართო აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში დემოკრატიული მდგრადობის გაძლიერების მნიშვნელობაზე. და ბოლოს, ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ნატო-ევროკავშირის მტკიცე თანამშრომლობის გზით, როგორც ეს აღწერილია ევროკავშირის „სტრატეგიულ კომპასში”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.