აშშ და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით დაძაბული ვითარების გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ
აშშ და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით დაძაბული ვითარების გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ

აშშ და ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამენ კოსოვოს ჩრდილოეთით არსებული დაძაბული სიტუაციის გამო და ყველა მხარეს სიტუაციის განმუხტვისა და პროვოკაციისგან თავის არიდებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში.

„ჩვენ ვმუშაობთ სერბეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან და კოსოვოს პრემიერ-მინისტრთან, ალბინო კურტისთან გამოსავლის ძიებაზე, რათა დაძაბულობა განიმუხტოს და შემდგომი ნაბიჯები შეთანხმდეს სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ადგილობრივი საზოგადოებების ინტერესების სასარგებლოდ“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ ევროკავშირის ძალისხმევას რეგიონში, რომელსაც ის კოსოვოში კანონის უზენაესობის საკითხებზე მომუშავე მისიის საშუალებით ახორციელებს.

შეგახსენებთ, კოსოვოში დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც პროსერბულმა პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს კოსოვოს ჩრდილოეთში მდებარე ოთხ რეგიონში. ამის შემდეგ ამ რეგიონებში განმეორებითი არჩევნები დაინიშნა.