ისრაელში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელის ვიზიტისას, განხილვის თემა სირიის და ირანის საკითხები იქნება. გენერალი ჯოზეფ ვოტელი ისრაელს მოულოდნელი ვიზიტით ესტუმრა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელი ისრაელის მაღალჩინოსნებს, მათ შორის არმიის მეთაურს, გადი ეიზენკოტს შეხვდება.
ცენტრალური სარდლობა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ქმედებებზეა პასუხისმგებელი.
მოლაპარაკებებზე განიხილავენ სირიიდან აშშ-ის ჯარების შესაძლო გაყვანის საკითხს და ირანის ბირთვული შეთანხმების ირგვლივ არსებულ უთანხმოებას.