აშშ-ის ბირთვული პოტენციალის მიმოხილვა - F-35-ის თვითმფრინავები ბირთვული შესაძლებლობებით აღიჭურვება
აშშ-ის ბირთვული პოტენციალის მიმოხილვა - F-35-ის თვითმფრინავები ბირთვული შესაძლებლობებით აღიჭურვება

F-35-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები ბირთვული შესაძლებლობებით აღიჭურვება – ამის შესახებ აშშ-ის „ბირთვული პოტენციალის მიმოხილვაშია“ ნათქვამი.

დოკუმენტში წერია, რომ ვაშინგტონი ბირთვული იარაღის გამოყენებას მხოლოდ განსაკუთრებულ ვითარებაში განიხილავს, რაც აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.

ამასთანავე, საგანგებო ვითარებაში იგულისხმება არა ბირთვული სტრატეგიული დარტყმები აშშ-სა და მისი ინტერესების წინააღმდეგ.

„ბირთვული პოტენციალის მიმოხილვაში“ წარდგენისას, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მეტისმა დაწერა, რომ რუსეთი საკუთარ ბირთვულ შესაძლებლობებს ავითარებს, მაგრამ „კიდევ უფრო შემაშფოთებელია რუსეთის მიერ სამხედრო სტრატეგიებისა და შესაძლებლობების დამტკიცება, რომლებიც აძლიერებენ ბირთვულ ესკალაციას მათი წარმატებისთვის. ეს მოვლენები, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ ბირთვული საფრთხის შექმნა მიუთითებს მოსკოვის გადაწყვეტილებას დაუბრუნდეს დიდი ძალების კონკურენციას“, – წერია დოკუმენტში.

პარალელურად თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ აშშ-ს რუსეთთან და ჩინეთთან მტრობა არ სურს და სტაბილური ურთიერთობების დამყარების სურვილი აქვს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ მზად არის, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ჩვეულებრივი თავდასხმის შემთხვევაშიც კი.