აშშ ბელარუსისთვის სანქციების დასაწესებლად ემზადება
აშშ ბელარუსისთვის სანქციების დასაწესებლად ემზადება

ამერიკის შეერთებული შტატები ბელარუსისთვის სანქციების დასაწესებლად ემზადება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

„არ მინდა ამ თემით სპეკულირება, ვიდრე ამას არ გავაკეთებთ“ -, განუცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

23 მაისს, მინსკის მოთხოვნით, ათენიდან ვილნიუსში მიმავალი „რაინეარის“ ავიალაინერი ბელარუსის დედაქალაქის აეროპორტში დასვეს. ბელარუსელმა დისპეტჩერებმა ირლანდიური ავიაკომპანიის ეკიპაჟს მათ ბორტზე არსებული ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეატყობინეს. მინსკში დაჯდომის შემდეგ, ბელარუსელმა სამართალდამცველებმა დამოუკიდებელი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს.