აშშ ბალტიის ქვეყნებს სამხედრო მიზნებისთვის 170 მილიონ დოლარს გამოუყოფს
აშშ ბალტიის ქვეყნებს სამხედრო მიზნებისთვის 170 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ ბალტიის ქვეყნებს სამხედრო მიზნებისთვის 170 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესსამსახურის განცხადებაში, რომელიც დონალდ ტრამპის ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

გამოყოფილი თანხიდან დაახლოებით 100 მილიონი ევრო მსხვილკალიბრიანი საბრძოლო მასალების შეძენაზე დაიხარჯება, დანარჩენი კი სამხედროების მომზადებისა და აღჭურვილობის შეძენისთვის არის გათვალისწინებული. ამას გარდა, პენტაგონი ბალტიის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობას გააძლიერებს ყოველწლიური სამხედრო სწავლებების BALTOPS-ისა и Saber Strike-ს ფარგლებში.

თეთრ სახლში აღნიშნავენ, რომ აშშ გააძლიერებს რეგიონში „შეკავების პოლიტიკას“ ბალტიის ქვეყნებში სამხედროების პერიოდულად გაგზავნით და საჰაერო თავდაცვის სფეროში ახალი გადაწყვეტილებების ძიებით.

ამას გარდა, აშშ ბალტიის ქვეყნებს 3 მილიონ დოლარს გამოუყოფს დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ასევე დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი მაუწუყებლების მხარდასაჭერად.

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ ბალტიის ქვეყნების ერთგულ მოკავშირედ დარჩება.  დონალდ ტრამპი ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს რუსეთის აგრესიის შეკავებაში დახმარებას დაპირდა.