აშშ ავღანეთში კიდევ 1 000 ჯარისკაცს გაგზავნის
აშშ ავღანეთში კიდევ 1 000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ ავღანეთში დამატებით 1 000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის. Fort Benning-იდან არმიის უსაფრთხოების ძალების მხარდაჭერის ბრიგადის წევრები ავღანეთში თებერვალში გაემგზავრებიან და სამთავრობო ჯარს სამხედრო მრჩევლების რანგში დაეხმარებიან.

სირიასა და ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის დასრულების გამო, აშშ ავღანეთში ვერტმფრენების, არტილერიის, ჯავშანტრანსპორტიორებისა და უპილოტო საფრენი აპარატების დამატებით რაოდენობასაც გაგზავნის.

გაზაფხულზე ავღანეთის ტერიტორიაზე 14 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე იქნება ბაზირებული.