აშშ ავღანეთს 64 მილიონი დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთს 64 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს. აღნიშნულის შესახებ გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა.
„სიამაყით ვაცხადებ, რომ აშშ განახორციელებს თითქმის 64 მილიონი დოლარის ჰუმანიტარულ დახმარებას ავღანელი ხალხისთვის. ეს ახალი დაფინანსება ხელს შეუწყობს გაერო-სა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას“, – დაწერა თომას-გრინფილდმა „ტვიტერზე“.