აშშ არქტიკის რეგიონის ელჩს ნიშნავს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, გადაწყვეტილება ვაშინგტონში უკიდურეს ჩრდილოეთში რუსული სამხედრო ძალის ზრდის გამო მიიღეს.
მათივე ცნობით, განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი ითანამშრომლებს შვიდ არქტიკულ ქვეყანასთან – კანადასთან, დანიასთან, ფინეთთან, ისლანდიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთთან და რუსეთთან, ასევე სხვა დაინტერესებულ მხარეებთან.
„ბიბისის“ ინფორმაციით, კანდიდატურას სახელმწიფო მდივანი უახლოეს მომავალში წარადგენს, რომელიც შემდეგ სენატმა უნდა დაამტკიცოს. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ, არქიკაში რუსული ძალის ზრდა, ნატო-სთვის სტრატეგიულ გამოწვევად დაასახელა კანადაში ვიზიტით მყოფმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.