აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან სამხედრო ტექნიკის გაყიდვას აჩერებს
აშშ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და საუდის არაბეთთან სამხედრო ტექნიკის გაყიდვას აჩერებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება „რუტინული ადმინისტრაციული ქმედებაა“, რომელიც ახალი ადმინისტრაციის მიერ ძველი ადმინისტრაციის მასშტაბური სამხედრო ხელშეკრულებების განხილვას ითვალისწინებს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სამხედრო ტექნიკის გაყიდვის შეჩერება ბაიდენის ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს უზრუნველყოს, რომ იარაღის გაყიდვები აკმაყოფილებს ქვეყნის სტრატეგიულ მიზნებს, შექმნას უფრო ძლიერი, თავსებადი და ქმედითი პარტნიორები უსაფრთხოების სფეროში.
შეჩერებულ ხელშეკრულებებს შორისაა აშშ-ის და არაბთა გაერთიანებული საამიროების შეთანხმება, რომელიც არაბული სახელწმიფოსთვის 23 მილიარდი დოლარის ღირებულების 50 ერთეული „ეფ-35“-ის ტიპის ავიაგამანდურებლის მიცემას ითვალისწინებს.