ენტონი ბლინკენი - აშშ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს
ენტონი ბლინკენი - აშშ ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს

აშშ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ზომებს მიიღებს. ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში განაცხადა.

„აშშ-ს მჭიდრო კონტაქტი აქვს სხვა ქვეყნებთანაც, რომლებიც ძალიან შეშფოთებულები არიან იმის გამო, რაც ნავალნისა და იმათ გარშემო ხდება, ვინც საკუთარი უფლებების დასაცავად გამოდის რუსეთში.

ქიმიური იარღის გამოყენებით ნავალნის მკვლელობის მცდელობა არღვევს კონვენციას ქიმიური იარაღის აკრძალვის შესახებ და რუსეთის მიერ ნაკისრ სხვა ვალდებულებებს. ასევე, წარმოადგენს სანქციების დარღვევას, რომელიც კონგრესმა დააწესა. ჩვენ შევისწავლით ამ საკითხს და როდესაც გვექნება შედეგები, სათანადოდ ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, ალექსეი ნავლანი ამჟამად პატიმრობაშია. მოსკოვის რაიონულმა სასამართლომ მას 3.5-წლიანი პირობითი სასჯელი, რეალური პატიმრობით შეუცვალა. ნავლანი სამშობლოში 17 იანვარს დაბრუნდა. მანამდე რუსი ოპოზიციონერი სამხედრო ქიმიური შხამით მოწამვლის გამო 5 თვის განმავლობაში ბერლინში მკურნალობდა. ნავალნი მისი მკვლელობის მცდელობაში რუსეთს ადანაშაულებს.