აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედროებთან ერთად საზენიტო სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ სისტემებს გაგზავნის
აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედროებთან ერთად საზენიტო სარაკეტო კომპლექს „პეტრიოტის“ სისტემებს გაგზავნის. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის უწყების ცნობით, რეგიონში ასევე გაგზავნიან სადაზვერვო თვითმფრინავებს და შეკავების „სხვა საშუალებებს“.
როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ არ ისწრაფვის თეირანთან კონფლიქტისკენ, თუმცა მზად არის, დაიცვას რეგიონში თავისი ძალების ინტერესები.
17 ივნისს აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენაჰანმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვის მიზნით დამატებით ათას ამერიკელ სამხედროს გაგზავნიან. ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონმა ომანის სრუტეში ორ ტანკერზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ მიიღო. ორ ნავთობმზიდზე თავდასხმა 14 ივნისს განხორციელდა. აშშ-მა მომხდარზე პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.