ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი უოკ ჰილი საპორტო ვიზიტით ბათუმს ესტუმრა. ხომალდის ეკიპაჟს საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.
ეს საქართველოში ხომალდის პირველი ვიზიტია. შავ ზღვაში ყოფნის პერიოდში ჩატარდება ორმხრივი წვრთნები ამერიკის შეერთებული შტატების მოკავშირე და პარტნიორ ფლოტებთან.
„ბათუმში ჩვენი პარტნიორების საპორტო ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკული მხარის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ” – განაცხადა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური მიღების შემდეგ, დაგეგმილია ტური ხომალდზე და საფეხბურთო-საკალათბურთო ამხანაგური მატჩები ამერიკის მეზღვაურებსა და ქართველ სანაპირო დაცვის თანამშრომლებს შორის.