აშშ-ის 10 მთავარი პროკურორი იარაღის აწყობის ინსტრუქციაზე ინტერნეტში წვდომის დაბლოკვას ითხოვს
აშშ-ის 10 შტატის გენერალურმა პროკურორმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. ვაშინგტონის, მასაჩუსეთსის, კონექტიკუტის, ნიუ ჯერსის, პენსილვანიის, ორეგონის, მერილენდის, ნიუ-იორკისა და კოლუმბიის პროკურორები ადმინისტრაციას სამგანზომილებიან პრინტერზე ცეცხლსასროლი იარაღის აწყობის ინსტრუქციის, ინტერნეტსივრცეში გამოქვეყნების ნებართვის გამო უჩივიან.
სარჩელი ამ ინსტრუქციის ინტერნეტში დაბლოკვას მოითხოვს.
მათი განცხადებით, დაუშვებელია დამნაშავეებს ასეთი ტიპის ინფორმაციაზე ჰქონდეთ თავისუფალი წვდომა.
პირველი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ძირითადი კომპონენტების 3D პრინტერზე დაბეჭდვაა შესაძლებელი, 2013 წელს კოდი უილსონმა შექმნა და ინსტრუქცია გაავრცელა, რამაც არაერთ შტატში შეშფოთება გამოიწვია. ასეთი ტიპის იარაღი მეტალოდეტექტორებისთვის შეუმჩნეველია, რადგან ყველა ნაწილი, გარდა ნემსასი, პლასტმასისგან არის დამზადებული.