აშრაფ ღანიმ ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა
აშრაფ ღანიმ ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

აშრაფ ღანიმ ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, საბოლოო შედეგების თანახმად, ექვსი თვის წინ ჩატარებული არჩევნების დროს, ცენტრალური აზიის ქვეყნის პრეზიდენტმა არჩევნებში 923 ათასზე მეტი ხმის მოპოვება შეძლო. მისმა მთავარმა კონკურენტმა აბდულამ კი, 720 ათასი ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვა.

არჩევნების საბოლოო შედეგების გასაჯაროების შემდეგ აშრაფ ღანის მთავარმა კონკურენტმა განაცხადა, რომ შედეგებს გაასაჩივრებს, რომლის თანახმადაც, აშრაფ ღანიმ 50,64 პროცენტი მოიპოვა, მისმა მოწინააღმდეგემ კი – 39,52 პროცენტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არ გაიმართება, რადგან აშრაფ ღანიმ ამომრჩეველთა 50 პროცენტზე მეტის მოპოვება შეძლო.