ასეტ ასავბაევი - ტრასეკა მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე
ასეტ ასავბაევი - ტრასეკა მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე

ტრასეკა მზადაა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვის დაწყებას, რათა შეამციროს დატვირთვა საგზაო გამშვებ პუნქტებზე, – ამის შესახებ ტრასეკას (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც „საერთაშორისო ტრანსპორტი და ლოგისტიკური დერეფანი: განვითარების იმპულსები ზანგილანიდან“ თემას ეხებოდა.

ტრასეკა-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის საკონტეინერო გადაზიდვის დაწყება საშუალებას მისცემს ზოგიერთი სატვირთო მანქანების გადამისამართებას რკინიგზით ტრანზიტზე. ასავბაევმა ასევე აღნიშნა აზერბაიჯანისა და საქართველოს მიერ გაწეული სამუშაოები ერთი გაჩერების საგუშაგოს შესაქმნელად, რომელიც იქნება პირველი მსგავსი რეგიონში.

„მოგეხსენებათ, 2023 წლის მაის-ივნისში საპილოტე ტვირთების გადაზიდვისას აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე 75 საათზე მეტი დაიხარჯა. არსებული ვითარება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის საზღვრის გამტარუნარიანობის გაზრდა. დარწმუნებული ვარ, ერთი გაჩერების კუთხით სამუშაო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ორ ქვეყანას შორის შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა ასეტ ასავბაევმა.

ტრასეკა, იგივე ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი, ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამაა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა.