ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ბათუმის სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა
ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესშიც“ შევიდა და სასწავლო პროცესი შეწყდა. შენობიდან განხორციელდა ევაკუაცია.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები, ტერიტორია შეისწავლეს კინოლოგებმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობაში ამ დრომდე არ არის ნაპოვნი. კინოლოგები უკვე შენობის მეოთხე – ბოლო სართულს ამოწმებენ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისში, კერძო სკოლა „პროგრესში“.