AS - "რეალი" ბეილს ტრანსფერზე დააყენებს
AS - "რეალი" ბეილს ტრანსფერზე დააყენებს

2017-18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, მადრიდის “რეალი” ფორვარდ გარეტ ბეილს ტრანსფერზე დააყენებს.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდულმა კლუბმა უელსელის შემცვლელის ძიება უკვე დაიწყო. ადრე არა ერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ “სამეფო კლუბს” “პარი სენ-ჟერმენიდან” ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის შეძენა სურს.

აღნიშნავენ, რომ “რეალის” ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა იმით, რომ ბეილი ხშირად იღებს ტრავმებს. ფეხბურთელი 2013 წელს გადავიდა მადრიდში და მას შემდეგ, 24 სხვადასხვა დაზიანება მიიღო. შედეგად, მან მატჩების მხოლოდ 55 პროცენტში ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ბეილის მოქმედი კონტრაქტი “რეალთან” 2021-22 წლების სეზონის ბოლომდეა ძალაში.