ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი კარიერას ბრაზილიაში გააგრძელებს. 35 წლის ფეხბურთელმა ბრაზილურ „ფლამენგოსთან“ გააფორმა კონტრაქტი.
ვიდალი ახალ გუნდში 32-ე ნომრით ითამაშებს. კონტრაქტი ბრაზილიურ გუნდთან 2024 წლის იანვრამდე იქნება ძალაში.
„ფლამენგო“ ამ მომენტისთვის მეცხრე ადგილზეა ბრაზილიის ჩემპიონატში, გარდა ამისა, გასულია კოპა ლიბერტადორესის მეოთხედფინალში, სადაც 3 და 10 აგვისტოს „კორინთიანსს“ შეხვდება.