არტურო ვიდალი „ფლამენგოში“ გადადის #1TVSPORT
არტურო ვიდალი „ფლამენგოში“ გადადის #1TVSPORT

„ინტერის“ ნახევარმცველი არტურო ვიდალი ახლოს არის „ფლამენგოში“ გადასვლასთან, – იუწყება ნიკოლო სკირა.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ვიდალი ბრაზილიური კლუბის მენეჯერებთან შეხვედრას უახლოეს დღეებში გამართავს და დიდი ალბათობით, საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ ამ დროს მიიღებენ, კონტრაქტი კი ორი წლის ვადით გაფორმდება.

2021/22 წლების სეზონში ჩილელმა ნახევარმცველმა „ინტერის“ შემადგენლობაში 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.