ბრაზილიური გამოცემა - „ფლამენგომ“ ქუთაისის „ტორპედოში“ მარგალიტი გაუშვა #1TVSPORT
ბრაზილიური გამოცემა - „ფლამენგომ“ ქუთაისის „ტორპედოში“ მარგალიტი გაუშვა #1TVSPORT

ბრაზილიური გამოცემა Colunadofla ქუთაისის „ტორპედოში“ „ფლამენგოს“ მოთამაშის, კეიკე დავიდის გადასვლას გამოეხმაურა, საიდანაც ქართული გუნდის ახალწვეულზე საინტერესო დელატებს შეიტყობთ.

„ფლამენგოს“ მარგალიტი ქართულ გუნდს იჯარაზე შეუთანხმდა

„ფლამენგო“ კვლავ აქტიურია ბაზარზე, მოლაპარაკებებს აწარმოებს მოთამაშეების ხელმოწერასა და გაყიდვაზე. ამჯერად საუბარია კეიკე დავიდზე. 19 წლის ნახევარმცველი ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა. „რუბრო-ნეგრას“ მარგალიტი საქართველოში წელიწადნახევრიანი იჯარით წავიდა, რაც მისთვის საზღვარგარეთ პირველი გასვლაა.

კაიკე „ფლამენგოში“ „ნოვა იგუაჩუდან“ იჯარით სამი სეზონით გადავიდა. ახლა მას შესაძლებლობა ექნება, მიიპყროს უცხოური კლუბების ყურადღება. ნახევარმცველი იყო ერთ-ერთი მთავარი აღმოჩენა 2022 წლის სან პაულოს თასზე, როდესაც სადებიუტო მატჩში ახალგაზრდამ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლი გაიტანა.

2020 წელს კაიკე დავიდმა მუხლის ტრავმა მიიღო და ოპერაცია ჩაუტარდა. ამის გამო თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ეს მას კარიერის დასასრული ეგონა, თუმცა მალე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. თამაშის განახლებიდან მალევე ნახევარმცველს დაურეკა „ნოვა იგუაზუს“ პრეზიდენტმა, რომელმაც ახალგაზრდასთან პროფესიული კონტრაქტი გააფორმა და იჯარით „ფლამენგოში“ გაუშვა.

გასული წლის მაისში „ფლამენგომ“ კაიკე დავიდს იჯარა 2023 წლის იანვრამდე გაუხანგრძლივა. კონტრაქტის დასასრულის გამო, ნახევარმცველი საქართველოში კვლავ იჯარით წავიდა და ქუთაისის „ტორპედოს“ შეუერთდება“, – წერს გამოცემა.