გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა #1TVSPORT
გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა #1TVSPORT

გაიმართა კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა. ტურნირი მაროკოში 1-11 თებერვალს გაიმართება.

ჩემპიონატის ფავორიტები – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის „რეალი“ და ლიბერტადორესის თასის მფლობელი „ფლამენგო“ ნახევარფინალიდან დაიწყებენ ბრძოლას.

7 თებერვალს „ფლამენგო“ შეხვდება „ვიდად კასაბლანკასა“ (მაროკო) და „ალ-ჰილალს“ (საუდის არაბეთი) შორის გამარჯვებულს.

„რეალი“ ნახევარფინალში 8 თებერვალს ითამაშებს და მისი მეტოქე ორი მატჩის შემდეგ გაირკვევა. ჯერ წინასწარ ეტაპზე ითამაშებენ „ალ-აჰლი“ (ეგვიპტე) და „ოკლენდ სიტი“ (ზელანდია). მათ შორის მოგებული შეხვდება „სიეტლ საუნდერსს“ (აშშ) და ამ მეორე მატჩში გამარჯვებული დაუპირისპირდება „რეალს“.

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 11 თებერვალს გაიმართება.