„ალ ჰილალმა“ „ფლამენგო“ დაამარცხა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა #1TVSPORT
„ალ ჰილალმა“ „ფლამენგო“ დაამარცხა და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა #1TVSPORT

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც მაროკოში იმართება, პირველი ფინალისტი გამოვლინდა.

პირველ ნახევარფინალში საუდის არაბეთის „ალ ჰილალმა“ 3:2 დაამარცხა ლიბერტადორესის თასის მფლობელი, ბრაზილიური „ფლამენგო“.

„ალ ჰილალის“ შემადგენლობაში დუბლი შეასრულა სალემ ალ-დოუსარიმ (4 და 45+9 წუთი), ერთი გოლი ლუსიანო ვიეტომ გაიტანა (70).

„ფლამენგოში“ დუბლი ჰქონდა პედროს – მან მე-20 და 90-ე წუთებზე გამოიჩინა თავი.

„ალ ჰილალის“ მეტოქე ფინალში ეგვიპტური „ალ-აჰლისა“ და მადრიდის „რეალის“ მატჩში გაირკვევა. ეს შეხვედრა 8 თებერვალს გაიმართება.