კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოში გაიმართება #1TVSPORT
კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი მაროკოში გაიმართება #1TVSPORT

კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატს 2023 წელს მაროკო უმასპინძლებს. ამის შესახებ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ გამოაცხადა. ტურნირი 1-11 თებერვალს გაიმართება.

ჩემპიონატში შვიდი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ესენია:

რეალი (ესპანეთი) – უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

ფლამენგო (ბრაზილია) – კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული

ვიდად კასაბლანკა (მაროკო) – აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

სეიტლ სონდერსი (აშშ) – კონკაკაფ-ის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

ოკლენდ სიტი (ზელანდია) – ოკეანეთის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული

ალ-აჰლი (ეგვიპტე) – აფრიკის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი

მეშვიდე მონაწილე იქნება აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, რომელიც ჯერ არ გამოვლენილა.

„ოკლენდ სიტი“ და „ალ-აჰლი“ პირველ რაუნდში ითამაშებენ ერთმანეთის წინააღმდეგ და მათ შორის მოგებული მეორე რაუნდში გადავა, სადაც „ვიდად“ კასაბლანკას“, „სიეტლ სონდერსსა“ და აზიის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს შეუერთდება. ამ ეტაპზე შედგება ორი წყვილი და გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ, სადაც „რეალსა“ და „ფლამენგოს“ შეხვდებიან.