არტ გალერეა Akhundov House-ში მხატვარ ეკა შალამბერიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
არტ გალერეა Akhundov House-ში დღეს 19:00 საათზე მხატვარ ეკა შალამბერიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
ექსპოზიცია „თბილისური ჩუქურთმა“ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც გალერიის დირექტორი არჩილ ბეჟანიშვილი აცხადებს, ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე ზეთში შესრულებული და გრაფიკული ნამუშევარი.
„ეს არის ახალგაზრდა შემოქმედის პირველი წარდგენა ფართო საზოგადოების წინაშე. დარწმუნებული ვარ, გამოფენა მწყობრად ჩაეწერება იმ ღონისძიებების რიგში, რომელიც წლევანდელი თბილისობისთვის არის დაგეგმილი და დიდი წარმატებით ჩაივლის“, – აცხადებს არჩილ ბეჟანიშვილი.