„არსენალის“ მთავარ მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა. საფეხბურთო კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მას შემდეგ, რაც მიკელ არტეტას ვირუსი დაუდგინდა, ლონდონის საწრთვნელი ცენტრის დახურვა გახდა საჭირო. ის პირები კი რომლებსაც მწრთვნელთან პირდაპირი კონტაქტი ჰქონდათ, უკვე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
თავად მწვრთნელი კი აცხადებს, რომ სამუშაოს მაშინვე დაუბრუნდება, როგორც კი გამოჯანმრთელდება და ამის უფლებას ექიმები მისცემენ.