არსებული მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილს ოპოზიციური მემარცხენე კოალიცია იკავებს
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში პირველ ადგილზე ოპოზიციური მემარცხენე კოალიცია გადის.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, „სოციალისტების“, „მწვანეების“ და „კომუნისტების“ საარჩევნო ბლოკს ხმათა 26.1 პროცენტი აქვს. 25.8 პროცენტით მეორე ადგილზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტების ალიანსია.
საარჩევნო ბლოკების შედეგებს შორის სხვაობა რამდენიმე ათასი ხმაა. 18.6 პროცენტით, მესამე ადგილზეა მარინ ლე პენის მემარჯვენე პოპულისტური „ეროვნული კრება“, მეოთხე ადგილს კი მემარჯვენე რესპუბლიკელები იკავებენ 11.3 პროცენტით.
საფრანგეთის პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო ორგანოში 577 ადგილის დასაკავებლად იბრძვიან. საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 19 ივნისს გაიმართება.