არსებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა
არსებული მონაცემებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ კიევის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, 16 კი დაშავდა

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევის დაბომბვას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაბომბვის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყნის დედაქალაქზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგების ლიკვიდაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ინფორმაცია ზუსტდება.

ამასთან, როგორც კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, კიევის მიმართულებით რაკეტები რამდენიმე ეტაპად სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს. დაბომბვის გამო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 20 ათასამდე აბონენტი. ჯამში, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 64 რაკეტა და უპილოტო თვითმფრინავი გამოიყენა, რომელთაგან 44 უკრაინის თავდაცვის სისტემამ გაანეიტრალა.