საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ პირველი არხისთვის გახდა ცნობილი.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში პირველ არხს განუცხადეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ვერ დაადასტურებენ. თავად სოფრომაძესთან დაკავშირება კი, ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
ზაზა სოფორმაძე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მოადგილედ 2014 წლის აგვისტოში დაინიშნა. ის სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორიც იყო.