არსებული ინფორმაციით, სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული
პირველი არხის ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატის, გენერალ სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირია დაკავებული. აღნიშნული პირი პოლიციამ გუშინ, გვიან ღამით დაკითხვაზე გადაიყვანა და ამ დრომდე, არ არის გათავისუფლებული.
მომხდართან დაკავშირებით, სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. დაკითხული არიან რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე დასაქმებული ადამიანები, რომელმაც სავარაუდოდ, სოსო ქუთათელაძე ბოლოს უცნობ მამაკაცთან ერთად დაინახეს.
რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის ტერიტორიაზე ქუთათელაძის ცხედარი გუშინ დაცვის თანამშრომელმა ნახა.
ამასთან, შს სამინისტროში სოსო ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე ერთი პირის დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – 236-ე და 108-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო მიზნით შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.