არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი ორ მილიონ დოლარს ითხოვს
არსებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი ორ მილიონ დოლარს ითხოვს

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეჭრილი თავდამსხმელი სამი საათის განმავლობაში ორ მილიონ დოლარს ითხოვს.

თანხის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, მძევლად აყვანილი პირებიდან ორი მოქალაქის გათავისუფლება მოხერხდა.

ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ერთი შეიარაღებული პირია შეჭრილი, გრძელდება საპოლიციო ღონისძიება.