არსებული ინფორმაციით, ქუთაისის მერის ორი და იმერეთის გუბერნატორის ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებენ
პირველი არხის ინფორმაციით, ქუთაისის მერის ორი და იმერეთის გუბერნატორის ერთი მოადგილე თანამდებობას ტოვებენ.
არსებული ინფორმაციით, საუბარია ქუთაისის მერის პირველ მოადგილეზე გიორგი იობაშვილზე, მერის მოადგილე იუზა უგულავასა და იმერეთის გუბერნატორის პირველ მოადგილე გია დალაქიშვილზე.
ჯერჯერობით, გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. ასევე, ამ ეტაპზე უცნობია საკადრო ცვლილებების მიზეზები.