„კურიერის“ ინფორმაციით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ
„კურიერის“ ინფორმაციით, პარტია „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია უცხოეთში დავით კეზერაშვილთან შესახვედრად გაემგზავრნენ.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი ვერსიით, გვარამია-მელიას კეზერაშვილთან შეხვედრის თემა მიმდინარე მოვლენები და საპროტესტო აქციები იქნება.
როგორც მედია წერს, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პროტესტის შედეგით და დახარჯული თანხებით უკმაყოფილოა.