თბილისში, მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში თავდამსხმელი შეიჭრა.
არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს რამდენიმე მძევალი ჰყავს აყვანილი.
მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.