არსებული ინფორმაციით, მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მიმართა
მეათე მოწვევის პარლამენტს ხელფასის დარიცხვის მიზნით სამმა ახალმა დეპუტატმა მიმართა.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ხელფასის დარიცხვა სამმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მოითხოვა, მათ შორის ერთ-ერთი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ავთო ენუქიძეა, რომელმაც პარლამენტში შესვლაზე უკვე განცხადება გააკეთა.
კიდევ ერთი დეპუტატი, რომელმაც ხელფასის დარიცხვის მიზნით პარლამენტს მიმართა, ბაჩუკი ქარდავაა (ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია), ასევე, პარლამენტის საფინანსო დეპარტამენტს საბანკო რეკვიზიტები გაუგზავნა ტარიელ ნაკაიძემ (ევროპული საქართველო).