არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული უკვე დააკავეს.
საგამოძიებო უწყებაში აღნიშნულის შესახებ ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
მკვლელობა თბილისში, დიდ დიღომში გუშინ საღამოს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
გავრცელებული ცნობით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა.