კახა კუჭავამ დეპუტატებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამნისტიაზე თანხმობის, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან ამნისტირებისას დაზარალებულის თანხმობის შესახებ ჩანაწერის ამოღება
პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავს.
ამის შესახებ მმართველმა გუნდმა დღეს გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ მხარეებს შესთავაზა „ქართული ოცნების“ კანონპროექტიდან ამოვიდეს ჩანაწერი ამნისტიაზე თანხმობასთან დაკავშირებით იმის მხრიდან, ვის მიმართაც ვრცელდება, ხოლო ოპოზიციის ვერსიიდან დაზარალებულის თანხმობა აღარ იყოს საჭირო პირის ამნისტირებისას.