არსებული ინფორმაციით, გორში 18 წლის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს
არსებული ინფორმაციით, გორში 18 წლის წინ დაკარგული მოზარდის ცხედარი იპოვეს

გორში ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ში დაუდასტურეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია 2004 წელს გაუჩინარებული მოზარდის ცხედარი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად 18 წლის წინ დაკარგული მოზარდის ახლობლები ავრცელებენ. ამ დროის განმავლობაში ოჯახი ბავშვის ცხედარს გორის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეძებდა.

ცხედარი ე.წ. კომბინატის დასახლებაში, მდინარის პირას ნახეს. რის საფუძველზე დაიწყო კონკრეტულ ადგილას სამძებრო სამუშაოები, ჯერ უცნობია.

ოჯახი ბავშვის მკვლელობაში ბრალს სდებს იაგო ნებიერიძეს, რომელსაც 2019 წელს ცხრა წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.