არსებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა
არსებული ინფორმაციით, გლდანში საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქე უმისამართოდ ისროდა

გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის“ მიმდებარედ სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში იმყოფება მამაკაცი, რომელიც ბინიდან უმისამართოდ ისროდა.

ადგილობრივების განცხადებით, მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.