არსებული ინფორმაციით, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა, მაშველები ათამდე ადამიანს ეძებენ
არსებული ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მიწის მასა ჩამოიშალა და ოთხი სახლი მოიყოლა.
გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის მაშველები ათამდე ადამიანს ეძებენ, მათ შორის რამდენიმე არასრულწლოვანია.
როგორც ერთ-ერთი ოჯახის ახლობელი აცხადებს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და სახლების დატოვება ვერავინ მოასწრო.
მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.