არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივი ონლაინღონისძიებებს გამართავს
არქივების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ეროვნული არქივი ონლაინღონისძიებებს გამართავს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 9 ივნისს არქივების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ თარიღთან დაკავშირებით 8-14 ივნისს მსოფლიო არქივების საერთაშორისო კვირეულს ზეიმობს.

„საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო დღეს ამჯერად ვიტუალურად უერთდება და კვირეულის ფარგლებში ონლაინსივრცეში არაერთ აქტივობას შემოგთავაზებთ“, – აცხადებენ ეროვნულ არქივში.

მათივე ცნობით, ვებგვერდსა და ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსდება:

8 ივნისი – ვიდეოკოლაჟი ვიტორიო სელას კოლექციის შესახებ;

9 ივნისი – იუნესკო-ს (UNESCO) მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“ – სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი ქეთევან ასათიანი ეროვნული არქივის გამოცემასა და იუნესკო-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრში შეტანილი ქართული ხელნაწერების შესახებ ისაუბრებს;

10 ივნისი – ვირტუალური გამოფენა „საერთაშორისო არქივები“;

11 ივნისი – პროექტი „ძველი და თანამედროვე ბათუმი“;

12 ივნისი – ქვიზი „საქართველოს მწვერვალები“.

არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წლის 9 ივნისს, როდესაც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ (UNESCO) არქივების საერთაშორისო საბჭო დააარსა. საქართველოს ეროვნული არქივი წლებია, ამ თარიღს საზეიმოდ აღნიშნავს.