არქიტექტურული ბიურო IDOM-ის წარმომადგენელი - ადრონული თერაპიის ცენტრი არის უდიდესი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროში
ადრონული თერაპიის ცენტრი არის უდიდესი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროში, – განაცხადა ქუთაისში არქიტექტურული ბიურო IDOM-ის წარმომადგენელმა, პაბლო ელორესმა, რომელიც პროექტის დირექტორი და არქიტექტორია.
„აღნიშნული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგანაც არის უდიდესი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროში. უკვე გვაქვს ძალიან დიდი ხნის მუშაობის გამოცდილება და გარდა ამისა, ჩვენთვის სასიამოვნოა, მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში, რადგან ვიქნებით პარტნიორები, როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ისე IBA-ის, კომპანიის, რომელთანაც ასევე ძალიან სასიამოვნო მუშაობის გამოცდილება გვაქვს.
ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ადგილობრივად იმ რეგიონისთვის, სადაც იგი იქმნება, არამედ მთლიანად, მთელი ქვეყნისთვის, რადგანაც დღევანდელ დღეს კიბოს კვლევითი ცენტრი უპასუხებს იმ რთულ მოთხოვნებს, რომლებიც იქმნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტია რთული, კომპლექსური და დიდი გამოწვევების მქონე, იმ მოთხოვნების უაღრესად დეტალებთან შესაბამისობაა საჭირო, რომლებიც არსებობს დღესდღეობით აღნიშნულ სფეროში“, – განაცხადა პაბლო ელორესმა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) ადრონული თერაპიის ცენტრის საპროექტო სამუშაოები უკვე დაიწყო.