არქიმანდრიტი იოანე - პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა
არქიმანდრიტი იოანე - პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, არჩევნებში ყველა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, – ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში, არქიმანდრიტმა იოანემ დღევანდელი წირვის დასრულების შემდეგ მრევლს აცნობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ საკვირაო წირვა-ლოცვა აღავლინა, თუმცა დღეს მრევლისთვის ქადაგებით არ მიუმართავს.

პატრიარქმა სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე გვარი დალოცა.

„დღეს არის იოანე მოწყალის ხსენება. ვაკეთოთ მოწყალება, სიკეთე, ეს სიკეთე მიგვიყვანს ჩვენ სასუფეველში. დღეს ჩვენ ვლოცავთ ორ გვარს, ეს არის ხუციშვილები და შოშიაშვილები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ. ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა თქვენ და სრულიად საქართველოს“,- განაცხადა პატრიარქმა.